|
ვებ-გვერდი www.budget.ge შეიქმნა თითოეული ჩვენთაგანისათვის და მიზნად ისახავს მაქსიმალურად ხელმისწავდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის ქვეყნის ფულადი რესურსების ხარჯვის შესახებ ინფორმაცია, შექმნას მმართველობის გამჭვირვალობის ხელშეწყობის ერთ-ერთი საუკეთესო წყარო.
ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს
- საჯარო ფინანსებისა და საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობას და საზოგადოების მხრიდან კონტროლს;
- საჯარო ინფორმაციის თავისუფლების პოპულარიზაციის გზით სახელმწიფო რესურსების მართვისა და განკარგვის საკითხებში საზოგადოების ჩართულობას;
- საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის, ინფორმაციის თავისუფლების და მთავრობის საქმიანობის შესახებ თავისუფალი დისკუსიის წარმოებას;
- სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს განათავსონ ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის, საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული პრობლემების და მასთან დაკავშირებული კანონების ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამისათვის თქვენ ვებ_გვერდის მეშვეობით შეგიძლიათ
1.გაეცნოთ:
- ბიუჯეტთან და ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს;
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებს საჯარო მმართველობის საკითხებთან დაკავშირებით;
- მაკონტროლებელი ორგანოების ანგარიშებს საბიუჯეტო სახსრების განკარგვის კანონიერებსა და მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით,
- საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვლევებს საჯარო მმართველობის, ინფორმაციის თავისუფლებისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის საკითხებთან დაკავშირებით;
- უახლოეს მნიშვნელოვან პუბლიკაციებს საჯარო მმართველობის, ინფორმაციის თავისუფლებისა და საბიუჯეტო სახსრების განკარგვის სფეროში.
2.მიიღოთ: online კონსულტაცია საბიუჯეტო ფინანსებსა და ინფორმაციის თავისუფლებასთან წამოჭრილ სამართლებრივ პრობლემებთან დაკავშირებით;
3.ატვირთოთ ვებ-გვერდზე www.budget.ge თქვენს მიერვე მომზადებული მასალები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით;
4.დარეგისტრირდეთ და გამოიწეროთ ვებ-გვერდზე განთავსებული სიახლეები;
5.წარმართოთ საჯარო დისკუსია ვებ–გვერდის ფორუმზე მმართველობის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის, ინფორმაციის თავისუფლების და მთავრობის საქმიანობის შესახებ;
ვიმედოვნებთ, რომ ვებ-გვერდი გაზრდის მმართველობის გაჭვირვალობის ხარისხს და შექმნის მმართველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მრავალ პრეცენდენტს, რაც თავის მხრივ გახდება საჯარო დაწესებულებებთან ინფორმირებული და აქტიური საზოგადეობის თანამშრომლობის საფუძველი.
|