|
მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოყიფლი თანხები გაზარდა |
|
|
საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 2008 წლის 3 ოქტომბრის განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობებს 1 26 000 ლარის ნაცვლად 3 317 500 ლარს გამოუყოფენ
საქართველოს მთავრობამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ 2008 წლის 3 ოქტომბრის განკარგულებაში შესული ცვლილებების თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობებს 1 260 000 ლარის ნაცვლად 3 317 500 ლარს გამოუყოფენ.
გამოყოფილი თანხის გაზრდა განაპირობა იმ მუციპალიტეტების დამატებამ, რომელთათვისაც არ მომხდარა პირველი განკაგრულების მიღებით თანხის გამოყოფა. კერძოდ, გურჯაანის, გარდაბანის, ვანის, სამტრედიის, თერჯოლის მუნიციპალიტეტებს დაემატა ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ცაგერის, ლენტეხისა და ამბროლაურის.
განკარგულების შესრულებაზე და თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლი დაევალათ შესაბამის რეგიონულ რწმუნებულებს, სახელმწიფო მინისტრს რეგიონული მართვის საკითხებში, დ. ტყეშელაშვილს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ნ. გილაურს.
შესაბამისი განკარგულებები შეგიძლიათ იხილოთ
http://budget.ge/images/stories/pdfs/1224592710_3%20otomberi.%20Document.pdf
http://budget.ge/images/stories/pdfs/1224591778_stikia%20%208%20oktomberi.pdf
|