Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/includes/joomla.php on line 704
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 195
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 196
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 197
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 275
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 276
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 277
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 278
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 279
პარლამენტმა 2009 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი მთავრობას შენიშვნებით უკან დაუბრუნა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობას
2009 წლის ბიუჯეტის კანონი უკან დაუბრუნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ,
ზურაბ მელიქიშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა
და ის ოთხი ძირითადი რეკომენდაცია შესთავაზა, რომლის მიღებასაც პარლამენტი აუცილებლად
მიიჩნევს.
საქართველოს პარლამენტმა მთავრობას
2009 წლის ბიუჯეტის კანონი უკან დაუბრუნა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ,
ზურაბ მელიქიშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტზე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა
და ის ოთხი ძირითადი რეკომენდაცია შესთავაზა, რომლის მიღებასაც პარლამენტი აუცილებლად
მიიჩნევს.
მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებელია აისახოს პენსიების
მატება, რომელიც შესაძლოა ორ ეტაპად განხორციელდეს და მოხდეს სოციალურად გაჭირვებული
მოსახლეობის შემწეობების და დახმარებების გაზრდა. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს დასაქმების
და იაფი კრედიტის პროგრამების გაგრძელებას. ბიუჯეტში დამატებითი დაფინანსება გამოეყოს
სკოლების რეაბილიტაცია-კომპიუტერიზაციას, მოხდეს პედაგოგების ხელფასების მატება და
ვაუჩერების დაფინანსების გაზრდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ უმთავრესად მიიჩნია მთავრობის
უწყებების ხარჯების შემცირება და დაზოგილი თანხებით სოციალური პროგრამების დაფინანსების
გაზრდა. "ყველამ ქამრებს უნდა მოვუჭიროთ. მიმდინარე წელს პარლამენტმა საკუთარი
ბიუჯეტიდან უკვე გამოყო 3 მლნ. ლარი და ამ ეტაპზე მზად ვართ 1.5 მლნ. კიდევ დამატებით
მოვიკლოთ. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ მთავრობის წარმომადგენლებს განახორციელონ
ანალოგიური ღონისძიებები და შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები 5-10%-ით", – განაცხადა
ზურაბ მელიქიშვილმა.
ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს 1 ნოემბერს დაუბრუნდება.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები და მიმართულებები კი შემდეგნაირად
გამოიყურება – ფინანსთა მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, მომდევნო წლის შემოსავლების
საპროგნოზო მაჩვენებელი 5 383.9 მლნ. ლარს შეადგენს, რომლიდანაც საშემოსავლო გადასახადია
1 398 მლნ. ლარი, 564 მლნ. – მოგების გადასახადი, 2 411 მლნ. – დღგ და 522 მლნ. – აქციზი.
რაც შეეხება გრანტებს, მისი საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 177.3 მლნ. ლარით,
თუმცა, მინისტრის ინფორმაციით, ეს ციფრი აუცილებლად შეიცვლება მას შემდეგ, რაც გაიმართება
დონორი ორგანიზაციების კონფერენცია, სადაც გადაწყდება საქართველოსთვის თუ რა დამატებითი
ფინანსური დახმარება გამოიყოფა. საგარეო ვალების მომსახურებისთვის კი მომდევნო წლის
ბიუჯეტში 213 მლნ. ლარია გათვალისწინებული. წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად
მთლიანი საფინანსო რესურსი 5 725 მლნ. ლარით განისაზღვრა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 2009 წლის ბიუჯეტის
მაჩვენებლები და პრიორიტეტები ხელახლა გადანაწილდება.
მიიღეთ კონსულტაცია საბიუჯეტო კანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე. იხილეთ საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მაკონტროლებელი ორგანოების ანგარიშები. ასევე, არასამთვარობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების მიერ დამუშავებულ და გამოცემულ სტატიები და კვლევები. ატვირთეთ არსებული მნიშვნელოვანი მასალები ბიუჯეტის გამჭვირვალეობაზე ისარგებლოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზებით.