|
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სამთავრობო სტრატეგია უნდა შემუშავდეს |
|
|
საქართველოს მთავრობა აგვისტოში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ პირთა მიმართ გრძელვადიანი გეგმის შექმნას აპირებს. ამ მიზნით მთავრობამ რვა ძირითადი პრინციპი შეიმუშავა, რომლის შესაბამისად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება
შემუშავებული დოკუმენტის თანახმად უნდა გადაიჭრას უსახლკაროდ დარჩენილ პირთა თავშესაფრებში განთავსების პრობლემა ძირითადად შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში; დაზარალებულ პირებს საკუთრებაში უნდა გადაეცეთ სახლები/ბინები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და სამოსახლო ნაკვეთები. უდან მოხდეს მათი ავეჯითა და და აუცილებელი საჭიროების სამომხმარებლო ნივთებითა და საკვებით უზრუნველყოფა, ერჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. აგრეთვე, ზამთის პერიოდში ელექტროენერგიის, გაზის/შეშის ვაუჩერით დაკმაყოფილება და მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა.
მართალია, საქარველოს მთავრობის განკარგულება სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ძალაში შევიდა მისი ხელმოწერისთანავე (2008 წლის 10 ოქტომბერი), მაგრამ სამწუხაროდ სტრატეგიის შემუშავების საბოლოო ვადა დადგენილი არ არის და დაზარალებული პირებისათვის როდის გახდება ხელმისაწვდომი ყველა ეს სიკეთე, ჯერ-ჯერობით უცნობია.
|