Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/includes/joomla.php on line 704

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 195

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 196

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 197

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 275

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 276

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 277

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 278

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 279
 budget.ge - გამჭვირვალე ბიუჯეტი.
English
პროექტის შესახებ
 
მთავრობამ საბიუჯეტო ჭრა-კერვა დაასრულა ბეჭდვა ელფოსტა
ასეთი სათაურით მიმოიხილავს გამომცემლობა პრესა.გე საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ 2009 წლის ”ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტს.

 

 

[დავით კირვალიძე]
მრავალპრემიერგამოვლილი საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტში 15 ნოემბერს შევა. პროექტის მიხედვით ირკვევა, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდა მინიმალური იქნება, ღარიბების რაოდენობა გაიზრდება, სოფლის განვითარებას მილიონები მოხმარდება, მაგრამ სოფელი მაინც განუვითარებელი დარჩა.  პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამდებობაზე დამტკიცებისას პარლამენტისაგან 15-დღიანი ვადა ითხოვა, რათა მეტი დრო ჰქონოდა იმისათვის, რომ საგაისო ბიუჯეტის პარამეტრებში გარკვეულიყო. ამ 2 კვირის განმავლობაში მან კონსულტაციები გაიმართა როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ეკონომიკის ექსპერტებთან, პედაგოგებთან, ექიმებთან, ბიზნესმენებთან და დევნლებთან და საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დიპლომატობა და ეკონომისტობა სხვადასხვა რამ არის. პირველ რიგში, მთავრობამ აღიარა, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების კუთხით გიგანტურ ნაბიჯებს ვეღარ გადადგამს. ამიტომაც 2009 წელს 2-დან 4%-მდე ეკონომიკურ ზრდაა ნავარაუდევი. ფინანსთა მინისტრის ნიკა გილაურის თქმით , ამის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მან ერთიც ვერ დააკონკრეტა. სამაგიეროდ, ლაღად განაცხადა, რომ 2009 წელს ინფლაციის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 7-8% იქნება. ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ასევე იმ ძირითაც ცვლილებებზე, რომელიც 2009 წლის ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებულიროგორც ცნობილია, ბიუჯეტის შესწორებული პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში განსახილველად 14 ნოემბრისთვის შევა, საშემოსავლო გადასახადის 25-დან 20%-მდე შემცირებას, ხოლო დივიდენდის გადასახადის 10-დან 5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს. მთავრობას იმის აღიარებაც უწევს, რომ საქართველში ყოველი მეოთხე ადამიანი ღარიბია. ეს იმით მტკიცდება, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, სახელმწიფოს მიერ დაზღვეული მოქალაქეების რაოდენობა 700’000-დან 900’000-მდე იზრდება. ახალმა მთავრობამ ასეთი ტემპებით თუ გააგრძელამუშაობა”, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის განკუთვნილ დახმარებას მალე თითოეული ჩვენთაგანი მიიღებს და ეს საბიუჯეტოწარმატებადჩაითვლება. 2009 წლის 1-ლი იანვრიდან პედაგოგების ხელფასი 25, პირველი სექტემბრიდან კი ასევე 25 ლარით გაიზრდება. 169 მილიონი ლარითგასუქდებასოციალური პაკეტი, კერძოდ, 10 ლარით მოიმატებს ასაკით პენსიონერებისათვის დადგენილი პენსია. აქედან, პირველი იანვრიდან ისინი 5 ლარს დასჯერდებიან, ხოლო პირველი ნოემბრიდან კი მეორე 5 ლარსაც მიიღებენ ფეშქაშად. მომავალი წლის 1-ლი ნოემბრიდან 5 ლარით გაიზრდება შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირებისთვის განსაზღვრული დახმარებაიზრდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა დახმარებაც. თუკი აქამდე თითო ოჯახზე 30 ლარი და თითოეულ დამატებით წევრზე 12 ლარი იყო გამოყოფილი, გაიასად ეს რიცხვი 24 ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტის თანახმადვე, 57 მილიონი ლარით გაიზრდება სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელი პროექტებისაგზაო ინფრასტრუქტურაზე სულ 500 მილიონი ლარი დაიხარჯება, საიდანაც 120 მილიონი ლარი შიდა რაიონული და სოფლის გზების რეაბილიტაცია-მშენებლობას მოხმარდება. მნიშვნელოვნად შემცირდება სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები და დაზოგილი თანხა სოციალური მიზნით დაიხარჯება. საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრი გია ნოდია კი პედაგოგების მახარობელია. იგი თავს დებს, რომ 2009 წლის განმავლობაში პედაგოგების ხელფასი 50, ანუ დაახლოებით 20 პროცენტით გაიზრდება. როგორც მინისტრმა დააკონკრეტა , პედაგოგების ხელფასი იანვრიდან - 25, ხოლო სექტემბრიდან ასევე 25 ლარით მოიმატებს. დღეისათვის მასწავლებლის ხელფასი დაუბეგრავად, დაახლოებით, 260 ლარს შეადგენს. 50-ლარიანი ზრდის შემდეგ კი, მისი ზედა ზღვარი 310 ლარს მიაღწევს. საქართველოს მთავრობა არც სოფელს ივიწყებს და 2009 წელს სოფლის აღორძინებისთვის 57 მლნ ლარს დახარჯავს. ამ სოლიდური თანხიდან 22 მლნ ლარი ტრაქტორებისა და სახნავ-სათესი ტექნიკის შესაძენად გამოიყოფა. 20 მლნ ლარიიაფი კრედიტისპროგრამის გასაგრძელებლადაა გათვალისწინებული, რათა სოფლის მეურნეობაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. დარჩენილი 15 მლნ ლარი კი, სოფლის მოსახლეობის მიერ კონკრეტული მცირე პროექტების განსახორციელებლად სხვადასხვა სფეროებზე გადანაწილდება. სოფლის აღორძინებაზე მთავრობა ბოლო 2 წელია ზრუნავს, მაგრამ წელში ოდნავ გამართული გლეხი არავის უნახავს. ისევე როგორც პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარი ტრაქტორები, რომლებიც წესით ფერმერებსა და გლეხებისათვის იყო განკუთვნილი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=4780

 
მიიღეთ კონსულტაცია საბიუჯეტო კანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.
იხილეთ საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მაკონტროლებელი ორგანოების ანგარიშები.
ასევე, არასამთვარობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების მიერ დამუშავებულ და გამოცემულ სტატიები და კვლევები.
ატვირთეთ არსებული მნიშვნელოვანი მასალები ბიუჯეტის გამჭვირვალეობაზე
ისარგებლოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზებით.
ფაილის ასატვირთად გაიარე ავტორიზაცია
სახელი:
პაროლი:
პაროლის შეხსენება
არ გაქვთ ანგარიში? შექმნა
კალენდარი
« თებერვალი 2009 
ორსამოთხხუთპარშაკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 
ძიება...
უწყება წელი
საიას ბაზები
ინფორმაციის თავისუფლების მონაცემთა ბაზა
სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზა
ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ბაზა
ინფორმაციის თავისუფლების ლექსიკონი
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
On-line კონსულტაციები
ფორუმი
ბმულები
გამოკითხვა
Currently no polls available to vote


adam smith

UGPN

UGPN