|
12 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად კვლავ გრძლდება აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება.
ამ პრობლემების მოგვარების მიზნით 12 ნოემბერს მიღბულ იქნა 6 განკარგულება.
მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციისა და დაზარალებული მოსახლეობის კომპენსააციისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2008 წლის 10 ოქტომბრის განკარგულებით გამოყოფილ იქნა 3 მილიონი ლარი (1 მილიონი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის, ხოლო 2 მილიონი - გორის), საქართველოს მთავრობამ 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაზარდა როგორც დაფინანსების ოდენობა, ასევე, დასაფინანსებელი მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამოეყო 3 633 500 ლარი, გორისას - 6 178 000 და სენაკისას - 350 000.
მთავრობის მიერ თანხების გამოყოფა მოხდა არა მხოლოდ სარეზერვო ფონდიდან. «საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით გათვალისწინებული «საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან» ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოეყო 13 900 000 ლარი, მათ შორის:) ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 1 200 000) ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული შენობების მშენებლობისა და რეაბილიტაციისათვის და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას – 12 700 000 ლარი, საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების შესაძენად.
”საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” ზემოთმითითებული ამოცანების განხორციელების მიზნით 12-ვე ნოემბერს #751 განკარგულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამატებით გამოყოფილ იქნა 170 846 450 ლარი. კერძოდ, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას – 5 406 000; მარნეულის – 3 660 750; გარდაბნის – 1 683 000; ბოლნისის – 325 000; ხაშურის – 2 602 700; ქარელის – 2 225 900; ონის - 1 541 000; გორის – 12 900 000; მცხეთის – 95 975 000; დუშეთის – 1 752 500; სენაკის – 400 000; კასპის – 100 000; საგარეჯოს – 362 000; თელავის – 489 400; ლაგოდეხის – 623 200; თვითმმართველ ქ. ქუთაისის მერიას – 3 000 000; სსიპ - მუნიციპალური განვითარების ფონდს – 37 800 000 ლარი.
აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარებული პირებისათვის დამხარების გაწევა სხვა მიმათრთულებითაც ხორციელდება. იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მთავრობის სარეზერვო ფინდიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოეყო 6 200 000 ლარი. გამოყოფილი თანხით სამინისტრომ უნდა შეიძინოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინვენტარი და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების საგნები, მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და მონტაჟი.
რაც შეეხება, მათი დევნილებამდე მიტანის საკითხებს, ამაზე პასუხისმგებელი არის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, თუმცა განკარგულებითვე განისაზღვრა, რომ შეძენილი ნივთები უნდა გადაეცეს ადგილობრივი თვითმმართვლობის ორგანოებს, რომლებიც სამინისტროსთან ერთად მოახდენენ შეძენილი საგნების დევნილებისათვის გადაცემას.
მნიშვნელოვანია, რომ განკარგულებითვე განისაზღვრა სამინისტროსა და თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება შეძენილი საგნების გადაცემისას მიღებ-ჩაბარების აქტების გაფორმების თაობაზე.
დაზარებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით 12 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებები არ შემოიფარგლება ზემოთ ხსენებულით. საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს წინადადება “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების” პროექტის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსების თაობაზე. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს მთავრობის სახელით გამოხატოს თანხმობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და KfW-ს შორის 2008 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული ოქმით შემოთავაზებულ პირობებზე “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების” პროექტის დაფინანსებისათვის გრანტის სახით 6 000 000 (ექვსი მილიონი) ევროს გამოყოფის თაობაზე.
განკარგულებები შეგიძლიათ იხილოთ:
http://budget.ge/index.php?option=com_pdf_page&task=wiev_page&id=52&Itemid=81
|