Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/includes/joomla.php on line 704

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 195

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 196

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/mambots/system/jfdatabase.systembot.php on line 197

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 275

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 276

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 277

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 278

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /www/budget.ge/doc/configuration.php:1) in /www/budget.ge/doc/index.php on line 279
 budget.ge - გამჭვირვალე ბიუჯეტი.
English
პროექტის შესახებ
 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ”საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განიხილა ბეჭდვა ელფოსტა
დეპუტატებმა "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი განიხილეს, რომელშიც პარლამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციებია გათვალისწინებული.    

ფინანსთა მინისტრმა, ნიკა გილაურმა კანონპროექტის წარმოდგენისას განაცხადა, რომ   ბიუჯეტის პროექტში  პრიორიტეტულია  ორი მიმართულება: ეკონომიკის სტიმულირება და სოციალური სფერო. ეკონომიკის სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია გადასახადების შემცირება და დონორი ორგანიზაციების ინვესტიციები, რაც თავის მხრივ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. სოციალურ სფეროში განსახორციელებელი ცვლილებები კი 900 ათას ყველაზე შეჭირვებულ მოქალაქეს შეეხება. მთლიანად,  2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო რესურსი   6 271.6 მლნ ლარით განისაზღვრა.

სხდომაზე განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2009 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის მიზანია ფასების ზრდის დინამიკის შემცირება იმ დონემდე, რომელიც არ მოახდენს უარყოფით გავლენას ეკონომიკური აგენტების გადაწყვეტილებებზე. ეროვნული ბანკი 2009 წლის საშუალო წლიური ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს  9%–ის ოდენობით განსაზღვრავს. 2009 წლის განმავლობაში ძირითადად გამოყენებული  იქნება მონეტალური პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები (ლიკვიდობის მიწოდება), სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი (ლიკვიდობის ამოღება),

მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები და დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვ. 2009 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედ რისკებად ძირითადად მიიჩნევს: მსოფლიო ფასების ცვლილებას ნავთობსა და ხორბლეულზე, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილებას, რეგულირებადი ფასების ცვლილებას საერთაშორისო ბაზრებზე, ფინანსური კრიზისის შედეგებს და სხვა.

გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა განხორციელდება მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმის ფარგლებში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტს, თუმცა საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ სამუშაო რეჟიმში უნდა დააზუსტონ მომავალი წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი. ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტში გათვალისწინებული აქვს წლიური ინფლაცია 9%–ის,  ხოლო ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში 7%–ის ოდენობით.კომიტეტმა  2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა. პროექტის მიხედვით, რეგიონალური განვითარების ფონდში და მთავრობის სარეზერვო ფონდში ხდება 30 მილიონი ლარის აკუმულირება, რაც აგვისტოს მოვლენებით დაზარალებულთა სახლების მშენებლობის დაფინანსებას მოხმარდება. აგრეთვე, ხორციელდება გრანტებისა და კრედიტების დაზუსტება.  კერძოდ, აშშ–დან მისაღები გრანტი 250 მილიონი დოლარისა და მსოფლიო ბანკიდან მისაღები კრედიტი 40 მილიონი დოლარის ოდენობით ბიუჯეტში გათვლილი იყო გაცვლითი კურსით 1,4 დოლართან მიმართებაში. თანხების გადმორიცხვის მომენტში გაცვლითი კურსი იყო მეტი და სწორედ ამ თანხის ასახვა ხდება ბიუჯეტში. წარმოდგენილი ცვლილებებით, აგვისტოს მოვლენების გამო  მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებიდან ხდება 370 მლნ ლარის  უკან, ბიუჯეტის ანგარიშზე მიმართვა.
 
მიიღეთ კონსულტაცია საბიუჯეტო კანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.
იხილეთ საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და მაკონტროლებელი ორგანოების ანგარიშები.
ასევე, არასამთვარობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების მიერ დამუშავებულ და გამოცემულ სტატიები და კვლევები.
ატვირთეთ არსებული მნიშვნელოვანი მასალები ბიუჯეტის გამჭვირვალეობაზე
ისარგებლოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზებით.
ფაილის ასატვირთად გაიარე ავტორიზაცია
სახელი:
პაროლი:
პაროლის შეხსენება
არ გაქვთ ანგარიში? შექმნა
კალენდარი
« თებერვალი 2009 
ორსამოთხხუთპარშაკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 
ძიება...
უწყება წელი
საიას ბაზები
ინფორმაციის თავისუფლების მონაცემთა ბაზა
სასამართლო გადაწყვეტილებების ბაზა
ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების ბაზა
ინფორმაციის თავისუფლების ლექსიკონი
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
On-line კონსულტაციები
ფორუმი
ბმულები
გამოკითხვა
Currently no polls available to vote


adam smith

UGPN

UGPN