|
საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2008 წლის ანგარიშისა და 2009 წლის გეგმების წარმოდგენა დაავალა |
|
|
|
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ყველა საჯარო დაწესებულებას დაევალა 20 თებერვლამდე მოამზადონ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის 2008 წლის შეფასება და ინფორმაცია 2009 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.
საჯარო დაწესებულებების მიერ გეგმების წარმოდგენის შედაგად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია 18 მარტამდე საქართველოს მთავრობას განსახილევლად წარუდგინოს განახლებული საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმები და 2010-2013 წლების მიხედვით პრიორიტეტების დასაფინანსებლად სავარაუდოდ მიმართული სახსრები.
უნდა აღინიშნოს , რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ 18 მარტს საქართველოს მთავრობისადმი განახლებული საშუალოვადიანი სამოქმედი გეგმის წარდგენის შემდგომ საჯარო დაწესებულებებმა მთავრობის შენიშვნის შესაბამისად, კვლავ უნდა მოახდინონ თავიანთი გეგმების კორექტირება და მხოლოდ ამის შემდეგ, 15 აპრილისათვის მთავრობას ფინანსთა სამინისტროს მიერ ხელმეორედ უნდა წარედგინოს 2010-2013 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი.
საქართველოს მთავრობის დადგენილება ”ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ” შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე
http://budget.ge/index.php?option=com_pdf_page&task=wiev_page&id=51&Itemid=80
|